დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ არჩევნების

პროცესებს ეხმაურება

ხვალიდელი საქართველოს მომავალი უახლოეს საათებში გადაწყდება. მჯერა, ჩვენი საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს და იმ ძალას დაუჭერს მხარს, რომელიც ორპოლუსიანობას სცილდება და არასოდეს ჰქონია მასთან საერთო“,- ეს განცხადება დღესთავისუფალი საქართველოსერთ-ერთმა ლიდერმა თენგიზ ომანიძემ გააკეთა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნებთან, ამომრჩევლების რიგები დგას. ასეთი მაღალი აქტიურობა კი იმას ნიშნავს, რომ ხალხი, საკუთარი და ქვეყნ ბედის გადაწყვეტას კონსტიტუციური უფლებით, საკუთარი გადაწყვეტილებითა და არჩევანით ცდილობს.

რიგ შემთხვევებში საარჩევნო უბნებთან, კვლავ შეინიშნება .. ძველი ბიჭებისა და კოორდინატორების კონცენტრაცია. ვინც ამ ადამიანებს არჩევნების მანიპულაციებში იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პარტიული გუნდი, პოლიტიკურად გაკოტრებულია. საქართველოში, ქუჩის მაყურებლების ზეგავლენა პოლიტიკურ მაყურებლობაზე უნდა დასრულდეს და ამას ჩვენი საზოგადოება აუცილებლად გააკეთეს, ვინაიდან იგი გაცილებით მეტადაა ჩახედული პოლიტიკურ პროცესებში, ვიდრე თუნდაც ორი წლის წინ. იმედი მაქვს, რომ 1 ნოემბრიდან ჩვენი ქვეყნის ახალი ეპოქა დაიწყება და ამ ახალ ერაში, პატრიოტული ძალებში თავის მნიშვვნელოვან სიტყვას იტყვიან“,- განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თენგიზ ომანიძემ.