დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ არჩევნებზე

განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

არჩევნების ჩატარების პროსესებში ძველი ბიჭებისა და კოორდინატორების ჩარევის დრო უნდა დამრთავდეს. ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც ამ კატეგორიის ადამიანები ჯერ კიდევ აქტიურობენ საარჩევნო უბნებთან, თუმცა საზოგადოება, მათაც და მათივე პატრონებს საკადრის პასუხს გასცემს“, - ასე გამოეხმაურა 31 ოქტომბრის არჩევნებში განვითარებულ მოვლენებსთავისუფალი საქართველოსერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია.

მისივე თქმით, იმედის მომცემია არჩევნებში-ამომრჩევლების მაღალი აქტიურობა.

ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა. ხალხი საკუთარ ძალას მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ხედავს. სწორედ ეს ძალა და აჩევანი იქნება ქვეყნის ხვალინდელი დღის გარანტი, რომელმაც ქვეყანა, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს.

კიდევ ერხელ მოვუწოდებ ყველა მაქსიმალური აქტიურობისკენ. 31 ოქტომბრის არჩევნები, 1 ნოემბერს, უკვე ისტორიული გამარჯვების დღედ უნდა ჩაიწეროს“,- განაცხადა იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი წულაიამ.