დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ მხარს

უჭერს კარანტინის გამოცხადებას

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კარანტინის გამოცხადების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ამ გადაწყვეტილების გარკვეულწილად უარყოფითი ეკონომიკური ეფექტები.

მიგვაჩნია, რომ ბრძოლა პანდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან არ არის ერთმანეთის ალტერნატივა, როგორც ამის წარმოჩენას ზოგიერთები ცდილობენ, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მალე დამთავრდება პანდემია, მით უფრო ეფექტური იქნება ანტიკრიზისული ეკონომიკური ზომების მიღება, ხოლო პანდემიის პიკის გადავლამდე შეუძლებელი იქნება რაიმე ტიპის ეფექტური ეკონომიკური ზომების მიღება.

ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა შემუშავებული იქნეს იმ ტიპის ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად ასახავს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და რომლის განხორციელებაც რეალისტური იქნება საქართველოს შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

„თავისუფალი საქართველოს“ გუნდი მზადყოფნას გამოვთქვამთ, მონაწილეობა მივიღოთ ერთიანი ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტის შემუშავებაში.

მივმართავთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, შექმნილ ვითარებაში მაქსიმალურად შევეცადოთ ისედაც რთულ პანდემიურ და ეკონომიკურ კრიზისს არ დავუმატოთ იდევ ერთი - პოლიტიკური კრიზისი. ამიტიმ მოვუწოდებთ ყველას, ნუ დავაყენებთ არარეალისტურ მოთხოვრებს მთავრობის მიმართ, ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს რადიკალიზმში, ხოლო მეორეს მხრივ მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობას მშვიდად და გაწონასწორებულად მიიღოს კონსტრუქციული კრიტიკა და უპასუხოს იმ შეკითხვებს, რომლებიც საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს.

ჩვენ შევძელით გასული ერთი თვის მანძილზე, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის ჩვენება ევროპის მასშტაბით და წინ გველის ყველაზე რთული აპირილის თვე. თუ მთელი საზოგადოება და ერი მობილიზებული შევხვდებით ამ განსაცდელს, შევძლებთ გამარჯვებული, მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ბრძოლიდან.