დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ მევახშის მიერ

მოვალის გამოსახლება შეაჩერა

31 იანვარს, ფონიჭალაში დანიშნული იყო აზაროვების ხუთსულიანი ოჯახის საპოლიციო გამოსახლება.

აზაროვებმა მევახშე თამარ ბჟალავასგან 16 000 აშშ დოლარი ისესხეს, საიდანაც 7000 მალევე გადაიხადეს. ოჯახში 2 მცირეწლოვანი ბავშვი და მოხუცი ქალბატონი ცხოვრობს, რომლის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო, აზაროვებმა დარჩენილი ვალდებულების შესასრულებლად მევახშეს მცირე დროის მიცემა სთხოვეს. ბჟალავამ ისარგებლა ოჯახის მძირე მატრერიალური მდგომარეობით, მათ ერთადერთ საცხოვრებელ სახლს იძულებითი აუქციონის წესით დაეუფლმა და აზაროვებისგან 30 000 აშშ დოლარის გადახდას მოითხოვს.

„თავისუფალი საქართველოს“ და ოჯახის გულშემატკივრების ძალისხმევით, დანიშნული გამოსახლება შეჩერდა. პარტიის ურისტები მონაწილეობას მიიღებენ მხარეთა შორის დაგეგმილ მედიაციის პროცესში, რათა ოჯახს მიეცეს გონივრული ვადა ვალდებულების შესასრულებლად და შეუნარჩუნდეს საცხოვრებელი სახლი.