დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ ადგილობრივი

მწარმოებლების ინტერესებს იცავს

ქსელური მაღაზიები: „კარფური“, „მაგნიტი“, „ფრესკო“, „დეილი“, დაზღაპარიქართული წარმოების პროდუქციას ბლოკავენ და პრიორიტეტი უცხოურ ნაწარმს ენიჭება,- ეს განცხადება დღესთავისუფალი საქართველო“- ერთ-ერთმა ლიდერმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იმერეთში, გოგი წულაიამ გააკეთა.

მისი აზრით, ყველა .. ბრენდულმა მაღაზიამ, ქართული პროდუქციის რეალიზაციას მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი.

ყველა ქსელურ მაღაზიასა და მის მენეჯმეტს მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაწარმს და აქტიუად ჩაერთონ მისი დისტრიბუციის, შემდგ კი რეალიზაციის საქმეში.

მომხმარებელს ქართული პროდუქცია ართვალსაჩინო ადგილზე ხვდება, იმპორტირებულ საქონელს კი პრივილეგია ენიჭება, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასწორი მიდგომაა. ეს უსამართლო ტენდენცია ბრენდული მაღაზიების ხელმძღვანელებმა აუცილებლად უნდა შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ ამ მაღაზიების ბოიკოტირებას“,- განაცხადა გოგი წულაიამ.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგთავისუფალი საქართველოკიდევ უფრო მეტად გააგრძელებს ქართული პროდუქციის ყველაზე გამორჩეულ ლობირებას.