დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“ დიდ დიღომში

სკვერის გაჩეხვას აპროტესტებს

30 ოქტომბერს, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირის მცხოვრებლები, იმ ერთადერთი სკვერის დასაცავად შეიკრიბნენ, რომელსაც დღესდღეობით, გაჩეხვას ემუქრება, რადგან იქ 19-სართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. მოსახლეობა მერიისგან მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს, რადგან ინტენსიური მშენებლობების გამო მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა რეკრეაციული ზონა აღარ დარჩა.

მოსახლეობასთან ერთად აქციაში მონაწილეობა „თავიუსფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ და სხვა წევრებმა მიიღეს.

როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, სკვერის მიმდებარედ უკვე დაწყებულია ერთი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, იქვე დაგეგმილია მეორე მშენებლობის დაწყებაც. 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო მასიური მშენებლობების შეჩერება, თუმცა საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ეს არ მოხდარა.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს ფარნავაზ მეფის გამზირზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერება და კომპანიისთვის სხვა ტერიტორიის შეთავაზება. ამ საკითხზე პარტია თბილისის მერიასთან კონსულტაციების დაწყებას გეგმავს.