დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო” არჩევნებში წარმატების შემთხვევაში საწვავის

ფასის 50 თეთრით გაიაფებას უზრუნველყოფს

არჩევნების შემდეგთავისუფალი საქართველოიქნება ის პოლიტიკური გუნდი პარლამენტში, რომელიც ყველაზე უფრო მწვავე სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად იბრძოლებს“,- ეს განცხადება დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, თენგიზ ომანიძემ გააკეთა.

მისი თქმით, დღეისათვის ყველაზე უფრო მწვავე პრობლემებს, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული არანორმალურად მაღალი ფასები წარმოადგენს, ამის მიზეზი კი მონოპოლისტების მიერ დაწესებული ჩრდილოვანი კონტროლია.

თავისუფალი საქართველო“, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედ მონოპოლისტებს დღემდე ებრძვის, რაც პარტიის მიერიაფი მედიკამენტების პროგრამისგანხორციელებით გამოიხატება. არჩევნების შემდეგ ეს კამპანია კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, ასევე ვგეგმავს აქტიურად დავიწყოთ ბრძოლა საწვავზე დაწესებული მაღალი ფასების მიმართულებითაც.

აუცილებელია, რომ ბაზარზე არსებული მონოპლისტი კომპანიების გარდა, გაჩდნენ სხვა მცირე კომპანიებიც, რისი შესაძლებლობაც დღეს მათ არ ეძლევათ. ამის მაგალითი კი კომპანიაფრეგო“-, რომელმაც დედაქალაქში, საწვავის რეალიზაცია 50 თეთრით უფრო იაფად დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში იმით დასრულდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დაფრეგოდაიხურა“,-განაცხადა ომანიძემ.

ბრიფინგის დასასრულს დიდებე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგთავისუფალი საქართველოაუცილებლად უზრუნველყოფსფრეგო“-სა და მსგავსი სახის სხვა კომპანიების ლობირებას, რათა მათ თავისუფალი და კონკურენტული საქმიანობის შესაძლებლობა მიეცეთ, ეს კი თენგიზ ომანიძის აზრით, ქვეყანაში არსებულ საწვავის ფასს საშუალოდ 50 თეთრით შეამცირდებს.