დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ ქობულეთის

მოსახლეობას მედიკამენტები გადასცა

თავისუფალი საქართველო ლიდერებმა, ქობულეთში იაფი მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში, დღეს ადგილობრივ მოსახლებას მედიკამენტები გადასცეს.

საქართველოში არსებულ მასობრივ უმუშევრობასა და სიღატაკეს, ისიც ემატება, რომ ადამიანებს მედიკამენტების შეძენის საშუალებაც კი აღარ გააჩნიათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებასა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის სასათბურე პირობები ჩამოყალიბდა. ისინი ერთმანეთის ინტერესებს იცავენ. ფარმაოლიგარქები მინიმუმ 500%-ანი მოგებით ყიდიან წამლებს, ხოლო სახელმწიფო მათ მონოპოლისტურ მიდგომებზე თვალს ხუჭავს, ვინაიდან ეს კომპანიები ხშირად ხელისუფლების მთავარ დამფინანსებლებად გვევლინებიან, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, „თავისუფალმა საქართველო დღეს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებული გამოხატული ნების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, ადამიანებმა მედიკამენტები სამჯერ, ოთხჯერ უფრო იაფად შეიძინონ და საკუთარი ჯანმრთელობა, გაცილებით იაფად, მაგრამ ამავე დროს ეფექტურად აღიდგინონ.

თავისუფალი საქართველო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ქობულეთის ოლქში, რუსუდან ოქროპირიძის განცხადებით კი, იაფი მედიკამენტების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

მზად ვართ მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ადამიანებს რეალურად დავეხმაროთ. ამ მიმართულებით თავისუფალმა საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა კი, სწორედ იაფი მედიკამენტებია, რომელიც ჩვენმა პარტიამ რამდენიმე წლის წინ აამოქმედა და დღემდე წარმატებით ახორციელებს. ასობით ადამიანისთვის სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდა და ამ ტენდენციას მომავალშიც შევინარჩუნებთ, - განაცხადა რუსუდან ოქროპირიძემ.

თავისუფალი საქართველო მიერ განხორციელებული იაფი მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში, დღეს, ქობულეთის მოსახლეობას შემდეგი დასახელების წამლები გადაეცა:


1. ქსარელტო 20მგ, ჩვენი ფასი - 68.37, საქართველოს აფთიაქების ფასი- 128.19

2. ტრიპლიქსამი 10/2,5/10მგ, ჩვენი ფასი -16.61, საქართველოს აფთიაქების ფასი - 49.19.

3. იანუმეტი 50/1000მგ, ჩვენი ფასი - 41.34, საქართველოს აფთიაქების ფასი - 158.59

4. სინგულარი 10მგ, ჩვენი ფასი - 21.16 საქართველოს აფთიაქების ფასი - 35.95

5. ვანსეარი 5მგ, ჩვენი ფასი - 29.57, საქართველოს აფთიაქების ფასი - 62.45

6. დეტრალექსი 500მგ ჩვენი ფასი - 16.61, საქართველოს აფთიაქების ფასი- 38.33

7. სიმბიკორტი 160/4,5 მგ, ჩვენი ფასი - 21.49, საქართველოს აფთიაქების ფასი - 99.60

8. კარდიომაგნილი 150მგ ჩვენი ფასი - 1.98, საქართველოს აფთიაქების ფასი - 19,30

9. ეუთიროქსი 50მგ ჩვენი ფასი - 2.92, საქართველოს აფთიაქების ფასი - 10,06.