დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ ქუთაისში პარტიის

რეგიონული ოფისი დააფუძნა

„თავისუფალი საქართველო“ რეგიონებში თავის მხარდამჭერებთან შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის რეგიონული ოფისი დღეს ქუთაისში, ტიციან ტაბიძის N1-ში გაიხსა.

„ჩვენი პარტია ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული ძალაა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ ერთ-ერთი იშვიათი გამოკვეთილი  ძალა ვართ  პოლიტიკურ ველზე, რომელიც არც „ქოცების და არც „ნაცების“ ბანაკში არ ვართ. ყველა ჩვენს მხარდამჭერს მივმართავ, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა „თავისუფალი საქართველო“-ს, ქუთაისის ოფისის ფორმირებაში. ეს არის იმ ხალხის ოფისი, ვისაც მიაჩნია, რომ არც დღევანდელმა ხელისუფლემ გაამართლა, მაგრამ არც ძველი ხელისუფლების დაბუნება უნდა მოხდეს. ჩვენ ერთიანი  ძალებით უნდა ვიბრძოლოთ  იმ მიზნების განხორციელებისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის იქნება მიმართული და ამისათვის, ქვეყნის სათავეში არა გვარების შეცვლა უნდა მოხდეს, არამედ უნდა შეიცვალოს ის ლიბერალური პოლიტიკა, რომელიც ამ ქვეყანაში სამი ათეული წელია უკვე რაც ბატონობს. ვიდრე ქვეყანაში არ შეიცვლება ლიბერალური საბაჟო და საგადასახადო კოდექსი, ვიდრე ქართულ პროდუქციას, ქართველ მეწარმეს არ ექნება უპირატესობა იმპორტიორთან შედარებით, მანამდე მუდმივად იქნება ის უამრავი პრობლება, რომელიც საქართველოში დასაქმებასთან არის დაკავშირებული.- განაცხადა კახა კუკავამ და აღნიშნა, რომ თავისუფალ ვაჭრობას ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას.

კახა კუკავამ დღევანდელ ღონისძიებაზე ყურადღება საქართველოში მომუშავე მიგრანტებზეც  გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ იმ დროს, როცა ქართველები უცხოეთში ეძებენ სამუშაო ადგილს, საქართველოში უცოური კომპანიები მილიარდიან ტენდერებს იგებენ და საქართველოში ქართველების მაგივრად, შანხაიდან და პეკინიდან ჩამოყვანილი მუშები არიან დასაქმებულები.

„თავისუფალი საქართველო“-ს  ლიდერმა ქუთაისის რეგიონალურ ოფისში ბანკების მევახშეობაზეც ისაუბრა. იგი  მიიჩნევს, რომ ბანკებს მევახშეობა კატეგორიულად უნდა აეკრძალოთ, რის გამოც უამრავ ოჯახს, დღეს საცხოვრებელი ფართის დაკარგვა ემუქრება.

მოგვიანებით კახა კუკავამ პარტიის წინასაარჩევნო სტრატეგიაზეც გაამახვილა ყურადღება.

„თავისუფალი საქართველო“ აგვისტოში, იმერეთის ოთხივე ოლქში წარადგენს დეპუტატობის კანდიდატებს. „თავისუფალი საქართველო“ მზადაა საკუთარ მხარდამჭერებს საპარლამენტო არჩევნებში ღირსეული კანდიდატები წარუდგინოს. ჩვენ ასევე მონაწილეობას მივიღებთ ქუთაისის მერის არჩევნებშიც, რომლის ვადამდელი არჩევნებიც - დროში, საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა.

ქუთაისის ოფისის გახსნისას, განცხადება ასევე „თავისუფალი საქართველო“-ს თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ გააკეთა.

„ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკა უნდა დასრულდეს. იმის მაგივრად, რომ წინასაარჩევნოდ დებატები მიდიოდეს სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, საგარეო პოლიტიკისა და განათლების სისტემის განვითარებაზე, ეს ორი პარტია ერთმანეთს  მძიმე პოლიტიკურ წარსულს ახსენებს და ასევე, ერთმანეთზე გადაბრალების მიზნით, ჩადენილ კრიმინალურ ფაქტებზე საუბრობს“- განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისის რეგიონულ ოფისში ადგილობრივ მხარდამჭერებთან შეხვედრისას, მანვე აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანაა გადასარჩენი.

„პირობას გაძლევთ, ჩვენ არ გავიყიდებით, არ შეგვეშინდება“, - დასძინა წულაიამ, რომლის ინფორმაციითაც, გასულ წელს 133 სოფლის სკოლაში პირველკლასელი ბავშვი არ მივიდა. ეს კი მისი აზრით, იმას ნიშნავს, რომ 133 სოფელი ცოტა ხანში აღარ იარსებებს, რაც უკვე ტრაგედიაა.

წულაიას, ასევე მიაჩნია, რომ ქუთაისი არ უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების ფილიალი.

„ამ ქალაქს ადგილობრივი მცხოვრებლების დასაქმების კუთხით უდიდესი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ უნიათო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით არის დაკავებული. ქუთაისელები მასობრივ უმუშევრობას განიცდიან, ისე როგორც დანარჩენი საქართველო“- განაცხადა გოგი წულაიამ და აღნიშნა, რომ ქუთაისს და ზოგადად, ყველა თვითმმართველობას მეტი ფინანსური, ქონებრივი და ადმინისტრაციული ავტონომია უნდა გააჩნდეს.

დღესვე ქუთაისის ოფისში „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერმა კახა კუკავამ დამსწრე საზოგადოებას პარტიის რეგიონული ფილიალის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია როხვაძე წარუდგინა, რომელიც სოციალურ და ჰუმანიტარულ პროგრამებს გაუწევს კურირებას.

„ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა გამოვასწოროთ ის გაუსაძლისი მდგომარეობა რაც ქვეყანაშია შექმნილი. ქუთაისი აღარ გავს ჩემი ბავშვობის ქალაქს, აქ უამრავი მათხოვანია, პენსიონერები წამლის გარეშე არიან დარჩენილი. გვინდა რომ მხარი დაგვიჭიროთ, რათა  თქვენთან ერთად დავამარცხოთ  ყველა ის უმსგავსობა, რომელიც  ქვეყანაშია გამეფებული“.- აღნიშნა მაია როხვაძემ.

მხარდაჭერებთან  შეხვედრის ბოლოს „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერთა მიერ ასევე ითქვა, რომ  პარტია უახლოეს მომავალში    თვითმმართველობის ქარტიის პროექტს გამოაქვეყნებს.