დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტში

მეწყერსაშიში ზონების აღრიცხვას იწყებს

იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრებ ადამიანებზე იზრუნოს, ის ბიუჯეთის თანხებს არამიზნობრივად განკარგავს და ადამიანების მოსყიდვით არის დაკავებული“,- ეს განცხადება დღესთავისუფალი საქართველოსლიდერებმა ხელვაჩაურის სოფელ ზედა ჯოჭოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის უზენაეს საბჭოში, სულიკო მიქელაძის განცხადებით, ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტში არსებული 64 სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს, თუმცა ხელისუფლება პრევენციის მიზნით, არაფერს აკეთებს.

დღეს ჩვენ, სოფელ ზემო ჯოჭოში ვიმყოფებით, სადაც საგანგაშო მდგომარეობაა. მდინარე ჯოჭო შეგუბებულია და არსებობს იმის რეალური საფრთხე რაც წლების წინ თბილისში, მდინარე ვერეს შემთხვევაში მოხდა. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოვუწოდებთ, თუმცა არჩევნების წინ, ისინი ადამიანების მოსყიდვით არიან დაკავებული და ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ. ხელისუფლება, მხოლოდ ტრაგიკული შემთხვევების დროს რეაგირებს და მათი რეაგირებაც როგორია, საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის“,- განაცხადა სულიკო მიქელაძემ.

დღევანდელ ბრიფინგზე განცხადება, ასევე გოგი წულაიამ გააკეთა.

თავისუფალი საქართველოსთანათავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების დროა და ეს ცვლილება ხალხმა უნდა განახორციელოს.

„31 ოქტომბერის არჩევნებმა ქვეყანაში არსებული ქაოსი საბოლოოდ უნდა დაასრულოს. ხელისუფლებას, რომელიც, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, ხალხი მას საკადრის პასუხს გასცემს.

პოლიტიკური რეჟიმების დომინანტობის პერიოდი ისტორიას უნდა ჩაბარდეს. წინა და მოქმედმა ხელისუფლებებმა, ნათლად დაგვანახა, რომ კლანური მმართველობა, მხოლოდ კრიმინალურ მენტალიტეტსა და პრინციპებს ეყრდნობა, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს“,- განაცხადა გოგი წულაიამ.

თავისუფალი საქართველოსლიდერები უახლოეს მომავალში ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩავლენ და იქ არსებულ ვითარებას გაეცნობიან.