დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ ხობსა და

ოზურგეთში საარჩევნო შტაბები გახსნა

„თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. დღეს საარჩევნო რეგიონალური შტაბები ერთდროულად კიდევ ორ რეგიონში გაიხსნა.

„ჩვენი პარტია ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ყოვედღიურად ძლიერდება. დღეს, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, ხობსა და ოზურგეთში კიდევ ორი საარჩევნო შტაბი დავაფუძნეთ. „თავისუფალ საქართველოს“ დღეიდან საშუალება ექნება ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობაში იყოს და მათ პრობლემებზე მყისიერად იმოქმედოს.

პარტია ცოცხალი პოლიტიკური ორგანიზმია, რომელიც მუდმივ განვითარებას საჭიროებს. ჩვენი რეგიონალური პოლიტიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ უკეთ გავიგოთ თუ რა უჭირს ხალხს რეგიონებში და როგორ შეიძლება ადამიანებისთვის ეფექტური დახმარების აღმოჩენა“,-განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, თავისუფალი საქართველოს“ მხარდამჭერების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

„არ მინდა წინასწარი პროგნოზით ვიმსჯელო, მაგრამ ფაქტია, რომ 2020 წლის არჩევნებს უამრავი მხარდამჭერით ვუახლოვდებით. ადამიანებს მობეზრდათ ის ნეოლიბერალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე ათეული წელია რაც დომინირებს. საზოგადოების დაკვეთა, ეროვნულ წიაღში დაბრუნებაა, „თავისუფალი საქართველო“ კი, ის ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეროვნული ღირებულებებით ხელმძღვანელობს და სხვა ალტერნატივას არც განიხილავს.

ქვეყანა უნდა გადარჩეს, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიური თვალსაზრისით, ასევე იდეოლოგიური ღირებულებებით,“ - განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.