დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ ხვალ ქუთაისში პარტიის

რეგიონულ ოფისს დააფუძნებს

პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ხვალ ქუთაისში რეგიონული ოფისი  გაიხსნება. „ჩვენი პარტია პოლიტიკურ ძალებს თანდათან იკრებს. ხვალ „თავისუფალი საქართველო“-ს რეგიონულ ოფისს ქუთაისში გავხსნით. „ჩვენს მხარდამჭერებს საშუალება ექნებათ თავიანთი პრობლემები და ქვეყნის გადარჩენის მათეული ხედვა იმერეთის რეგიონულ ოფისში დააფიქსირონ. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ყველა პატრიოტთან ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თმით, საქართველოში ოლიგარქიული მართველობა საბოლოოდ უნდა დასრულდეს. „ივანიშვილის რვაწლიანმა მართველობამ ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნის განვითარებას, არა მილიონერები, არამედ პარტიოტი ადამიანები სჭირდება. სახელმწიფოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს შანსი გამოვიდეს იმ სტაგნაციიდან, რომელსაც წინა და მოქმედი ხელისუფლების პირობებში განიცდიდა და დღემდე განიცდის. დღეისათვის საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ სიით, დეპუტატის მანდატს 41 ადამიანი ფლობს. უმეტეს მათგანს საპარლამენტო  მიკროფონი ერთხელაც კი არ ჩაურთავს, თუმცა, როდესაც მათ ბიზნესს ეხება საქმე, ისინი ძალღონეს არ იშურებენ, დაიცვან საკუთარი ინტერესები, ამომრჩეველი კი, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, დაპირებების გაცემის დროს ახსენდებათ“- აღნიშნა კახა კუკავამ.

მომავალი თვიდან „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერები შეხვედრებს მხარდამჭერებთან ყველა რეგიონში გამართავენ, რომლის დროსაც ამომრჩევლებს პარტიის სამოქმედო პროგრამას გააცნობენ.