დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“ ვაჟა

გაფრინდაშვილს გათავისუფლებას ულოცავს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ვაჟა გაფრინდაშვილს უკანონო ტყვებიდან გათავისუფლებას ულოცავს.

ეს დიდი სიხარულია, არა მხოლოდ ექიმის ახლობლებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვებიდან გასათავისუფლებლად, მათ შორის: სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, საერთაშორისო საზოგადოებას და სამოქალაქო აქტივისტებს.

განსაკუთრებით ვულოცავთ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, რომელმაც ექიმის უკანონო ტყვეობაში ყოფნის დროს მთელ საზოგადოებას სიმტკიცის, ღირსების და შეუპოვარობის მაგალითი აჩვენა.