დაფინანსება

,,თავისუფალი საქართველო": დაუშვებელია

ნარიმანოვის ძეგლი საქართველოში

,,თავისუფალი საქართველოს" აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ანთაძე მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრირების საკითხს ეხმაურება:

,,მოგეხსენებათ, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი მარნეულის ცენტრში, მერიისა და საკრებულოს შენობის წინ, სკვერში დგას, რომლის რესტავრირებაც დაახლოებით ორი კვირის წინ დასრულდა, რამაც საზოგადოებაში გამოიწვია აღშფოთება, რადგანაც, როგორც მოგეხსენებათ ნარიმან ნარიმანოვის ბიოგრაფია ბოლშევიკურ საქმიანობას უკავშირდება, ამიტომაც საქართველოს მოქალაქეები ამას შეურაცხყოფად მივიჩნევთ, რადგანაც ეს იყო რეჟიმი, რომელმაც უდიდესი ზინი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, ხოლო პიროვნების ძეგლის აღმართვა, რომელიც ბოლშევიკური რეჟიმის სამსახურში იყო და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ებრძოდა არის გაუმართლებელი ნაბიჯი.

ის გარემოება, რომ საქართველოს საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი წევრი, ნარიმან ნარიმანოვი იმავდროულად ადგილობრივი აზერბაიჯანული ეთნოსის წარმომადგენელია, ვერანაირად ვერ იქნება ძეგლის რესტავრაციის მიზეზი, ისევე, როგორც, მაგალითად საქართველოს საზოგადოება არ მიიღებს სერგო ორჯონიკიძის ძეგლის აღმართვას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში იმ მოტივით, რომ სერგო ორჯონიკიძე ადგილობრივი ხარაგაულელია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხის გაპროტესტების შემდგომ, ლიბერალური მედიის მხრიდან დაიწყო შეტევა მეუფე გიორგიზე და მას ბრალს დებენ თოთქოსდა ეთნიკური შუღლის გაღვივებაში, ძეგლის აღმართვის საკითხს კი ამართლებენ იმით, რომ ნარიმან ნარიმანოვს პატივს სცემენ, როგორც მწერალს და საზოგადო მოღვაწეს, თუმცა რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი არგუმენტი, რადგანაც მართალია, ნარიმან ნარიმანოვი მწერალიც იყო და პუბლიცისტიც, მაგრამ ასევე პუბლიცისტი იყო ფილიპე მახარაძეც, რომლის ძეგლის აღმართვაც ამ მოტივით იქნებოდა დაუშვებელი.

აღნიშნული საკითხი ხელისუფლების მხრიდან უნდა გადაწყდეს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და ძეგლი აუცილებლად უნდა იქნეს აღებული ამ ტერიტორიიდან, ხოლო ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას უნდა განემარტოს, რომ მოხდა ბოლშევიკი პიროვნების ძეგლის აღება და არა აზერბაიჯანელის",- აცხადებს ნიკოლოზ ანთაძე.

P.S. ფოტოზე გამოსახულია ნარიმან ნარიმანოვი მე-11 არმიის მეთაურებთან ერთად.