დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ განცხადების შემდეგ ქუთაისის

მეტალურგიულმა კომბინატმა მუშაობა შეაჩერა

რამდენიმე დღის წინ, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, გოგი წულაიამ გაავრცელა საგანგებო განცხადება ქუთაისის მეტალურგიულ კომბინატში არსებული მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, პარტია შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მაღალი პანდემიური რისკის მიუხედავად, ხელმძღვანელობა არ აჩერებდა საწარმოს მუშაობას, რაც დასაქმებულების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფთხის წინაშე აყენებდა.

პარტიის განცხადების შემდეგ, საწარმომ მუშაობა შეაჩერა, თუმცა დასაქმებული მუშები უხელფასო შვებულებაში გაუშვა, რითაც რამდენიმე ათეული ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა.

„თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, რომ დასაქმებულებს მიეცეთ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებები (უხელფასო შვებულების ნაცვლად). ამ მიზნით იგეგმება შეხვედრაც საწარმოს ადმინისტრაციასთან.