დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“: დევნილებს გაუსაძლის

პირობებში უწევთ ცხოვრება

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმის შენობაში მცხოვრები დევნილების გაუსაძლის მდგომარეობას ეხმაურება.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 3 ათეული წელი გავიდა ტერიტორიული კონფლიქტების დაწყებიდან, დღემდე მოუგვარებელია დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები. მათ დიდ ნაწილს კვლავაც უმძიმეს პირობებში უწევს არსებობისთვის ბრძოლა და ხშირად, ეს ფატალური შედეგების მიზეზიც ხდება.

სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებას, დევნილები და მათი უმძიმესი პრობლემები, მხოლოდ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის ახსენდება. მეორეს მხრივ, არამიზნობრივად იხარჯება ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გაუმართლებელ და არასაჭირო პროექტებზე, რომელთა მიზანს ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციული ინტერესების დაკმაყოფილება წარმოადგეს.