დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“: ოპოზიცია მაჟორიტარული

არჩევნებისთვისაც უნდა მოემზადოს

იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლებამ დაკარგა ადექვატურობა და ანგარიშს არ უწევს არც ნაკისრ ვალდებულებებს, არც საზოგადოებრივ აზრს და აღარც საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს - არ შეიძლება იმ დაშვების უგულებელყოფა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვას ყოველგვარი კომპრომისზე და 2020 წლის არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდეს.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამგვარი სცენარისთვისაც უნდა იყოს მზად და ამ შემთხვევაში, ყველაზე გონივრული მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება იქნება. 2016 წლის არჩევნების მაგალითი ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ პირველივე ტურში გამარჯვება, 73 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ 23 ოლქში მოახერხა. დღევანდელი მოცემულობით კი ხმების 50%-ზე მეტის მიღების შანსი „ქართულ ოცნებას“ არაუმეტეს 10-20 ოლქში აქვს, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე საპარლამენტო უმრავლესობას ვერ შექმნის.

„თავისუფალი საქართველო“ უკვე მართავს კონსულტაციებს რიგ პოლიტიკურ პარტიებთან ერთიანი კანდიდატების საკითხზე. ასევე, ვგეგმავთ მაჟორიტარობის კონკურენტუნარიანი კანდიდატების საჯარო შერჩევას.