დაგვაფინანსე

ფოთში „თავისუფალი საქართველოს“

კომიტეტის სხდომა გაიმართა

27 ოქტომბერს, ქალაქ ფოთში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ფოთის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პარტიის ლიდერმა - კახა კუკავამ მიიღო.

შეხვედრაზე განიხილეს 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის მიზნები და ამოცანები, ასევე ის პროგრამები და პროექტები, რომლებსაც „თავისუფალი საქართველო“ ახორციელებს. როგორც კახა კუკავამ განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „თავისუფალი საქართველო“ იქნება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნულ-კონსერვატიული ალტერნატივა.

პარტიის ლიდერმა განსაკუთრებული ყურადღება იაფი მედიკამენტების პროგრამაზე გაამახვილა. პარტია უახლოეს მომავალში პროგრამის ამოქმედებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს, რაც იაფ მედიკამენტებს საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

პარტია „თავისუფალი საქართველო“, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული შედეგებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გეგმავს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა საარჩევნო ოლქში დააფუძნოს, ან განაახლოს ადგილობრივი ორგანიზაცია.