დაგვაფინანსე

პარტია „თავისუფალი საქართველო“ იაფი

მედიკამენტების კამპანიას სამეგრელოში განაგრძობს

27 ოქტომბერს, ქალაქ ფოთში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, მოქალაქეებს იაფი მედიკამენტები გადასცა - ვანსეარ დუო, რომელიც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე 103.78 ლარი ღირს, ხოლო მოქალაქეებს ის თურქეთში შეძენილ ფასად, 31.44 ლარად გადაეცათ. ასევე, მედიკამენტი ტრიპლიქსამი, რომელიც საქართველოს მონოპოლიურ ბაზარზე 53.97 ლარი ღირს, ხოლო მისი სარეალიზაციო ფასი, პარტიის ელექტრონულ აფთიაქში, 17.69 ლარია.

„თავისუფალი საქართველო“ იმპორტისა და რეალიზაციის ნებართვის მიღების შემდეგ იწყებს მედიკამენტების მასობრივ საბითუმო იმპორტს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, რის შემდეგაც იაფი მედიკამენტები საქართველოს მთელი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდება.