დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები საბურთალოს

რაიონში მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდნენ

თავისუფალი საქართველო არის ის პარტია, რომელიც ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით და მომავალშიც მისი ინტერესების დამცველი იქნება. ჩვენ უამრავი გამოსახლება შევაჩერეთ და მევახშეებს არ მივეცით საშუალება ადამიანები ბედის ანაბარა დაეტოვებინათ. შევქმენით უნიკალური პროგრამა იაფი მედიკამენტების შესახებ, ასევე მხარში დავუდექით ქართულ მრეწველობას, კონკრეტულად კი, ქართული ჩაის რეაბილიტაციასა და ამ დარგის განვითარებას. ჩვენი მოღვაწეობის მიმართულებებში კი, ერთ-ერთი უმთავრესი ის არის, რომ ალიანსში არ შევედით არც წინა და არც მოქმედ ხელისუფლებებთან,- ასე მიმართა კახა კუკავამ, დღეს აღმაშენებლის ხეივანში შეკრებილ თავისუფალი საქართველო მხარდამჭერებს.

დღესვე, პარტიის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოების ყურადღება ქვეყანაში არსებულ იდეოლოგიურ მიმართულებაზეც გაამახვილა.

ნეორიბერალური ძალები რამდენიმე ათეული წელია, რაც ყველა ხერხს მიმართავენ საზოგადოებაში არსებული ეროვნული იდეოლოგიის გასანეიტრალებლად. შევარდნაძის ეპოქიდან-დღემდე არაფერი არ შეცვლილა. სწორედ ამ ძალების დამსახურებაა, რომ ქართველები იძულებით ემიგრაციაში არიან, ხოლო უცხოელები ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის უფლებით მკვიდრდებიან. ეს გაუმართლებელი პოლიტიკა დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს და რომ შეიცვალოს, ამისათვის ხელისუფლების ძირეული ცვილებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოსგან, მხოლოდ ტერიტორიული წარმონაქმნი დარჩება,-აღნიშნა კახა კუკავამ.

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, როინ ხიჯაკაძის თქმით კი, უახლოეს მომავალში ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა გაჩნდება, რომელიც ქვეყნის განვითარების უმთავრესი სტრატეგიული მიმართულება იქნება.

იმედი მაქვს, საზოგადოება, ქვეყნისა და მისივე ღირსების დასაბრუნებლად 31 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს და ეროვნული ძალის მხარდაჭერით, საქართველოს მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს. თავისუფალი საქართველო ერთადერთი ძალაა, რომელიც საქმეს არჩევნებამდე აკეთებს და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ. მზად ვართ, ჩვენი უანგარო ბრძოლა მომავალშიც გავაგრძელოთ, ვინაიდან საქართველოს და ქართველი ერის ინტერესებზე მაღლა არანაირი სხვა ღირებულება არ დგას,- განაცხადა როინ ხიჯაკაძემ.