დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ ქუთაისის მერად

გაგა გოგრიჭიანს წარადგენს

თავისუფალი საქართველოსაპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ქუთაისში მერობის კანდიდატურასაც დაასახელებს. ამის შესახებ დღეს, პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა.

მისი თქმით, ისევე, როგორც მთელი ქვეყანა, ქუთაისი ათწლეულებია, რაც სტაგნაციას განიცდის.

ერთ დროს ინდუსტიულად განვითარებულ ქალაქში ყველაფერი გაჩერებულია. ხელისუფლება წლიდან-წლამდე, მხოლოდ დაპირებებითკვებავსქუთაისელებს, თუმცა რეალურად ვხედავთ, რომ ისტორიულად ამ უძველეს, დიდი კულტურის ქალაქში, თითქმის არაფერი არ გაკეთებულა. ქუთაისი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება, ისევე როგორც დანარჩენი საქართველო, რაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკით არის განპირობებული, -განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში, „თავისუფალი საქართველოგაგა გოგრიჭიანს წარადგენს, რომელიც შესანიშნავი მენეჯერული თვისებებით გამოირჩევა და კარგად გრძნობს ადგილობრივი საზოგადოების პრობლემებს.

ჩვენი კანდიდატის პატიოტიზმსა და პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვარ. გაგა გოგრიჭიანი ქუთაისელების საუკეთესო არჩევანია, რომელიც მზად არის 24 საათის განმავლობაში ემსახუროს ქუთაისსა და ქუთაისელებს“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მერობის კანდიდატის გაგა გოგრიჭიანის განცხადებით კი, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, ქალაქში ცხოვრებისა და განვითარების ახალი ეტაპი დაიწყება.

ჩვენი ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში, მზად ვარ ავიღო ქალაქის მერი პასუხისმგებლობა და ყველა იმ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხო, რომელიც დღეს, ქუთაისისა და მისი მოსახლეობის წინაშე დგას. სამწუხაროა, რომ ქუთაისს დღემდე არ ჰყოლია ისეთი მერი, რომელიც ქალაქს და მის მოსახლეობას მიხედავს და მათზე გულშემატკივრის პოზიციიდან გამომდინარე იზრუნებს“, განაცხადა გაგა გოგრიჭიანმა.

ქუთაისში მერის არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.