დაგვაფინანსე

კახა კუკავა ბათუმში

სტუდენტებს შეხვდა

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა სტუდენტებს შეხვდა და მათთვის საჯარო ლექცია გამართა, თემაზე - კონსტიტუციური რეფრომა საქართველოში.

დისკუსიისას აღინიშნა, რომ პროპორციული სისტემა მხოლოდ საარჩევნო რეფორმა არ არის, არამედ იგი წარმოადგენს საქართველოში თანამედროვე ევროპული სახელმწიფოსა და პოლიტიკური სტაბილურობის ფორმირების ერთადერთ საშუალებას.

პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იქნა პოსტსაბჭოთა და აღმსოავლეთ ევროპის ქვეყნების პრაქტიკა, პროპორციული სისტემის პირდაპირი ზემოქმედება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და აუდიტორიისთვის სხვა საინტერესო საკითხები.

ლექციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.