დაგვაფინანსე

ხობში „თავისუფალი საქართველოს“

კომიტეტის სხდომა გაიმართა

26 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ხობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პარტიის ლიდერმა - კახა კუკავამ მიიღო.

შეხვედრაზე განიხილეს 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის მიზნები და ამოცანები, ასევე ის პროგრამები და პროექტები, რომლებსაც „თავისუფალი საქართველო“ ახორციელებს. კახა კუკავამ განსაკუთრებული ყურადღება იაფი მედიკამენტების პროგრამაზე გაამახვილა. პარტიამ ჯანდაცვის სამინისტროსგან უკვე მიიღო მედიკამენტების იმპორტისა და რეალიზაციის ნებართვები და უახლოეს მომავალში პროგრამის ამოქმედებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს, რაც იაფ მედიკამენტებს საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

„თავისუფალი საქართველო“ კომიტეტების დაფუძნებას 2020 წლის არჩევნებამდე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს.