დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ სამეგრელოს რეგიონში

მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

თავისუფალი საქართველო-სთვის ზუგდიდი ერთ-ერთი სტრატეგიული ოლქია. ამ ქალაქში ჩვენ, პრაქტიკულად არცერთი არჩევნები არ გამოგვიტოვებია, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება,- ასე გამოეხმაურა კახა კუკავა, მისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარე პროცესებს სამეგრელოში.

მისი თქმით, პარტიული სტრუქტურები ეფექტურად ვითარდება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონალური მასშტაბით.

სამეგრელოს რეგიონში ბოლო რამდენიმე წელია რაც ჩვენს რეგიონალურ ოფისს ზურაბ ჯინჯოლავა წარმატებით ხელმძღვანელობს. ამ წლების განმავლობაში არაერთი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა, ამიტომაც დღეს, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანტიდატად ზურაბ ჯინჯოლავას ვასახელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია მინიმუმ სამმაგად გააუმჯობესებს იმ შედეგებს, რაც წინა არჩევნების დროს ზუგდიდში აჩვენა და რაც მთავარია, თავად ზუდგიდელებს მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენ ამ ქალაქის ადგილობრივი მკიდრი აირჩიო, ვინაიდან ცნობილია, რომ ძირითადად, სხვა პარტიებისგან, მაჟორიტარებად, აქ არაზუგდიდელები არიან დასახელებულები,- განაცხადა ზუგდიდის ცენტრში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე კახა კუკავამ.

დღესვე თავისუფალმა საქართველომ კიდევ ერთი მაჟორიტარი კანდიტატი დაასახელა.

წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშას ოლქში დეპუტატობისთვის გოჩა ბახია იბრძოლებს, ადამიანი, რომელიც ეროვნული მოძრაობიდან მოდის. ბატონი გოჩა, ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლი იყო, რომელიც პირველი პრეზიდენტის ხელისუფლების დროს ეროვნულ გვარდიას ედგა სათავეში. ჩვენ ვაგრძელებთ ეროვნული ხელისუფლების სტრატეგიულ პოლიტიკურ კურსს, ამიტომაც ჩვენ მიერ დასახელებული კანდიდატი 2020 წლის არჩევნებში, თავისუფალი საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული სახე იქნება. საზოგადოების მხრიდან შესაბამისი არჩევანის შემთხვევაში, გოჩა ბახია იქნება ხალხის ხმა პარლამენტში, რომელსაც სიმართლისთვის ბრძოლა არ ესწავლება, ხოლო მისი გამოცდილება და ერთგულება ყველა პატრიოტისთვის საამაყო და მისაბაძია,- აღნიშნა კახა კუკავამ.