დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები თეთრიწყაროს

მოსახლეობას შეხვდნენ

თავისუფალი საქართველო ლიდერები ქვეყნის მასშტაბი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

დღეს, პარტიის ლიდერები სოფელ ღვევში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

როგორც კახა კუკავამ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრები გრძელდება.

თავისუფალი საქართველო ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პარტიაა, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით იბრძვის, არამედ რეალურ ქმედით ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ქვეყანა ნეოლიბერალიზმის გავლენებისგან გათავისუფლდეს, ხოლო ხალხს მიეცეს რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრების ღირსეული საშუალება.

ხელისუფლება ხშირად იწონებს თავს ქვეყანაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, თუმცა სამარცხვინოა რაიმე მიღწევაზე საუბარი, როდესაც ხალ ელემენტარული დასალევი წყალიც კი არ მიეწოდება, აღარაფერს ვამბობ სარწყავ წყალზე. ამ სოფელში ადამიანები დღემდე ბუნების წყალობის იმედად არიან დარჩენილები, რომ იქნებ წვიმა მოვიდეს და ნიადაგმა გამოცოცხლება დაიწყოს. საქართველო წყლის რესურსების ქვეყანაა, თუმცა უუნარო ხელისუფლებას მოსახლეობამდე წყლის მიყვანა 21- საუკუნეშიც არ შეუძლია,- განაცხადა კუკავამ.

მისივე თქმით, დაუყონებლივ უნდა დასრულდეს ქვეყნის გასხვისება. ჩვენ, ყველა ტურისტსა და ვიზიტორს მივესალმებით, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში, ამ ქვეყნის მოქალაქეა მასპინძელი და ის საკუთარ სამშობლოში სტუმარი არასოდეს იქნება. გარდა ამისა ქვეყანაში უნდა დასრულდეს მევახშეობაც, რომლის შედეგადას საქართველოში, უკვე ახალი სახის დევნილები გაჩდნენ. ადამიანებმა კაბალური საფინანსო პირობების გამო, საკუთარი სახლები დაკარგეს და დღეს ბედის ანაბარად არიან დარჩენილები. თუ ჩვენი ამომრჩეველი საპარლამენტო მანდატს მოგვანიჭებს, ერთ-ერთი პირველი რასაც პარლამენტში დავაინიცირებთ კანონმდებლობის დონეზე, ამ მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა იქნება,- განაცხადა კახა კუკავამ.

მანვე მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება იაფი მედიკამენტების პროგრამაზეც გაამახვილა.

თავისუფალი საქართველო აქტიურად განაგრძობს იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მედიკამენტებით მკურნალობას საჭიროებენ. ჩვენ რამდენიმე წელია, უკვე ამ კამპანიას ვეწევით. იმ დროს, როდესაც საქართველოში მოქმედი ფარმამონოპოლისტები მოსახლეობას მკურნალობაში ბოლო თეთრს ართმევენ, ჩვენ ალტერნატიული გზები გამოვნახეთ და სხვადასხვა ტიპის მედიკამენტს სამ და ოთხჯერ უფრო იაფად ვაწვდით ადამიანებს და ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ,- აღნიშნა თავისუფალი საქართველო ლიდერმა.

თავისუფალი საქართველო მხარდამჭერებთან შეხვედრები რეგიონებში, მომავალშიც გაგრძელდება.