დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ გურიის

მოსახლეობის აქციას შეუერთდა

26 ივნისს, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან სუფსის ხეობის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. სოფელ ზემო სურების მცხოვრებლები ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ და სახელმწიფოსგან მაღალმთიანი დასახლდების სტატუსის აღდგენას, ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ დაპირებული ასფალტიანი გზის მოწყობას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ გურიის მაღალმთიან სოფლებში გზის პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას, რაც დასახლებების დაცლას და შიდამიგრაციის არანორლაურად მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს. ხოლო მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც რჩება სოფლებში, მოწყვეტილია გარესამყაროს. გურიის სოფლების ნაწილს, მთავრობის გადაწყვეტილებით მაღალმთიანი სოფლის სტატუსიც მოეხსნა, რაც ნიშნავს, რომ აქ მაცხოვრებელი მოქალაქეები ვეღარ სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან შეღავათებით. ყოველივე ამას ემატება სუფსის ხეობაში ჰესების მშენებლობის გეგმა, რაც პრაქტიკულად წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებას, დაცალონ სოფლები.

გურიის მცხოვრებლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა.

აქციას შეუერთდა „თავისუფალი საქართველო“. მოსახლეობას სიტყვით მიმართა პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ. მან ხელისუფლებას მოუწოდა, სრულიად არააუცილებელი პროეტების დაფინანსების ნაცვლად, სახელმწიფო ბიუჯეტში პრიორიტეტები მოსახლეობის საჭიროების მიხედვით განსაზღვროს. კუკავამ მოქალაქეებს მთავრობასთან ურთიერთობისას შუამდგომლობა და ყველა სხვა საჭირო სამართლებრივი დახმარება აღუთქვა.