დაფინანსება

27 მაისს, 13:00 საათზე „თავისუფალი საქართველო“

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს

27 მაისს, 13:00 საათზე, მეტრო „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარედ, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ საპროტესტო აქციას გამართავს, მოთხოვნით: აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმება და ზოგიერთი დაწესებულებებისთვის საქმიანობის ნებართვის გაცემა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გარეშე სრული ფიქციაა და კიდევ უფრო მეტად ამძიმებს, ისედაც გართულებულ სოციალურ მდგომარეობას.

იმავდროულად, ეპიდემიოლოგების მხრიდან არაა მკაფიო რეკომენდაციები წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა ამ ეტაპზე გაზრდის ეპიდემიის გავრცელების რისკებს.

მოვუწოდებთ, საქართველოს მოქალაქეებს, არასამთავრობო და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შემოუერთდნენ მანიფესტაციას.