დაფინანსება

„თავისუფალი სართველოს“ ქობულეთის მაჟორიტარი კანდიდატი რუსუდან

ოქროპირიძე არაქართულენოვანი საარჩევნო პლაკატების გამოჩენას ეხმაურება

ქართული ენა საქართველოს ისტორიულ -კულტურული მემკვიდრეობა და მისი სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობაა. იგი საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო-სახელმწიფოებრივი კუთვნილებაა. საქართველოს სახელმწიფო თავის ყველა ფუნქციას ამ ენაზე ასრულებს, იცავს მას და განსაზღვრავს მისი, როგორც სახელმწიფო ენის, ფუნქციონირებისა და განვითარების პოლიტიკას. ქართული ენის უპატივცემულობის მაგალითებით წინა არჩევნების მსგავსადარც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია გამონაკლისი. იმ რაიონებში, სადაც დასახლებულია ეთნიკურად არაქართველი ჩვენი მოქალაქეები, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია საარჩევნო პლაკატებს აკრავს მხოლოდ არაქართულ ენაზე, რაც პირდაპირ არის ქართული ენის უპატივცემულობა და ამავდროულად კანონის დარღვევა.

„სახელმწიფო ენის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24- მუხლის მიხედვით, საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი პლაკატები აბრები თუ სხვა საშუალებები სრულდება სახელმწიფო ენაზე, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში სადაც ეთნიკური უმცირესობები მჭიდროთაა დასახლებული შესაძლებელია ქართულ ენასთან ერთად იყოს სხვა ენაზეც შესრულებული, ჩვენ კი ვხედავთ, რომ საარჩევნო პლაკატები შესრულებულია მხოლოდ უცხო ენაზე და უგულებელყოფილია ჩვენი სახელმწიფო ენა.

სწორედ ესეთი მიზანმიმართული ქმედებები იწვევს მჭიდროდ დასახლებული ეთნიკური უმცირესობების კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას და ხელს უშლის ქართულ საზოგადოებაში მათ სრულყოფილ ინტეგრაციას.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პატივი სცენ სახელმწიფო ენას და კანონს და ამავდროულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას მკაცრად გააკონტროლოს აღნიშნული საკითხი და გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები, რაცა დაცული იქნეს სახელმწიფო ენა და კანონი.

„თავისუფალი საქართველო" იდგა და მუდამ იდგება ქართული ენის დაცვის სადარაჯოზე", - აცხადებს რუსუდან ოქროპირიძე.