დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები სარფში

ადგილობრივ მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს ეკონომიკურ მომავალს დიდი პერსპექტივები გააჩნია, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან რეალური მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა დღევანდელი ნეოლიბერალური სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კურსი, ქართული პროდუქციის განვითარებაზე არათუ ზრუნავს, არამედ ანგრევს მას“,- ამ სიტყვებით მიმართა დღეს სარფში შეკრებილ მხარდამჭერებსთავისუფალი საქართველოლიდერმა.

კახა კუკავას თქმით, იყო დრო, როდესაც დოვლათით, საქართველო სხვა რესპუბლიკებს ამარაგებდა, თუმცა დღეს სულ სხვა ვითარებაა.

ათწლეულებია ქართული ეკონომიკა იძარცვება, საქართველო, რომელიც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს სხვადასხვა სახის პროდუქციით ამარაგებდა, დღეს გაკოტრებულია. ჩვენი პარტია რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენას არ მოითხოვს, მაგრამ ჩვენი პარტია ნამდვილად მოითხოვს ქართული მრეწველობის დარგების არათუ აღდგენას, არამედ მის შემდგომ განვითარებასაც და ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმაც გააჩნია.

სწორედ ამ მიზნით, გუშინ ოზურგეთის რაიონშიც ჩავედით, სადაც შემოქმედელ მეჩაიეებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. მზად ვართ ქართულ პროდუქციას საპარლამენტო დონეზე გავუწიოთ ლობირება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი კვლავ დასაქმდება, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ათასობით ოჯახში დაბრუნდება მომავლისადმი რწმენის იმედი. ქართველები უცხოეთში არ უნდა ეძებდნენ სამსახურს, როგორც ამასქართული ოცნებაგთავაზობთ. თქვენ, საკუთარ ქვეყანაში უნდა დასაქმდეთ, მით უმეტეს, რომ ამის რესურსი რეალურად არსებობს, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა, მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოხატვა“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, ერთკვირაზე ოდნავ მეტი რჩება, რომ ქვეყანა, სტაგნაციიდან - განვითარების ფაზაში გადავიდეს.

ქვეყნის მომავალი, თუ როგორი იქნება, ეს თავად თქვენზეა დამოკიდებული. სწორედ ახლა გაქვთ რეალური შანსი საქართველოს მომავალი განსაზღვროთ, ამიტომ მოგიწოდებთ, გააკეთეთ სწორი არჩევანი და ხმა მიეცით იმ ძალას, რომელიც ეროვნული სულისკვეთების მატარებელია და გააჩნია ქვეყნის მომავალი განვითარების რეალური პროგრამა. სწორედ თქვენ შეგიძლიათ დაასრულოთ ის .. ორპოლუსიანობა, რომელიცნაციონალური მოძრაობისადაქართული ოცნებისერთმანეთისადმი პოლიტიკურ ისტერიას წლების მანძილზე ასახავს, რამაც საბოლოო ჯამში ქვეყანა კრიმინალური ქრონიკების სახელმწიფო წარმონაქმს დაამსგავსა “,- აღნიშნა კახა კუკავამ.