დაგვაფინანსე

„თავისუფალმა საქართველომ“ მევახშის მიერ

ოჯახის გამოსახლება შეაჩერა

24 იანვარს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე დანიშნული იყო  კერძო მევახშის მიერ სუხიშვილების ოჯახის საპოლიციო გამოსახლება.

მევახშე თეიმურაზ დავითულიანისგან სუხიშვილებმა 78 000 აშშ დოლარი ისესხეს, საიდანაც 38 000 ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად გადაიხადეს. ამჟამად, ოჯახი მზადაა საკუთარი სახლის დასაბრუნებლად მევახშეს 110 000 ევრო გადაუხადოს, თუმცა კრედიტორი შეთანხმებაზე უარს აცხადებს, რადგან მის მიერ ხელში ჩაგდებული ქონების ღირებულება 250 000 აშშ დოლარს აღემატება.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, პარტიის მხარდამჭერებთან ერთად აღსრულების ადგილას საპროტესტო აქცია გამართა. ოჯახის გულშემატკივრების ძალისხმევით, შედგა შეთანხმება გამოსახლების შეჩერების შესახებ.

პარტიის იურისტები მონაწილეობას მიიღებენ მხარეთა შორის დაგეგმილ მედიაციაში, რათა სუხიშვილების 8 სულიან ოჯახს შეუნარჩუნდეს ერთადერთი საცხოვრებელი სახლი.

როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, მხოლოდ ერთი პარტიის რესურსი არ არის საკმარისი მევახშეობის შესაჩერებლად და ამას სახელმწიფოს მხრიდან, მმართველი გუნდის მიერ გაცემული დაპირების შესრულება სჭირდება, რადგან ათასობით ოჯახი დგას ანალოგიური პრობლემის წინაშე. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების საცხოვრებელიდან გამოსახლება იმის მიუხედავად გრძელდება, რაც პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა გასცა ე.წ. „ვალების განულების“ დაპირება.