დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ ჭიათურის

მცხოვრებლებს მედიკამენტები გადასცა

თავისუფალმა საქართველომ ჭიათურის მცხოვრებლებს იაფი მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, დღეს წამლები გადასცა. პარტია აღნიშნულ პროგრამას 2019 წლიდან წარმატებით ახორციელებს და ამ ხნის განმავლობაში ასობით ოჯახმა მედიკამენტებზე შეღავათებით ისარგებლა.

პანდემიის პირობებშიც კი მზად ვართ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ და იაფი მედიკამენტები საკუთარი ძალებით მივაწოდოთ. სამწუხაროდ ხელისუფლება, მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და უმძიმეს პირობებში ჩავარდნილ მოსახლეობას კიდევ უფრო აღარიბებს, წინააღმდეგ ემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა აფთიაქებში 500%-ანი ფასების ზრდა იმ მედიკამენტებზე, რომელიც თურქეთში ოთხჯერ, ხუთჯერ უფრო იაფი ღირს,- განაცხადა თავისუფალი საქართველოს ლიდემა.

კახა კუკავამ დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრისას, ასევე პირობა დადო, რომ იაფი მედიკამენტების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგაც, ასე რომ მომავალშიც აქტიურად დაგიდგებით გვერდით, ვინაიდან თავისუფალი საქართველო უმთავრესი ამოცანა რეალური საქმის კეთებაა და არა ფუჭი დაპირებები,- განაცხადა კახა კუკავამ.

დღეს ჭიათური მცხოვრებლებს შემდეგი მედიკამენტები გადაეცათ:

1. ქსარელტო 20მგ, ჩვენი ფასი - 68.37, საქართველოს აფთიაქების ფასი- 128.19

2. ტრიპლიქსამი 10/2,5/10მგ, ჩვენი ფასი -16.61, საქართველოს აფთიაქების ფასი - 49.19.

3. იანუმეტი 50/1000მგ, ჩვენი ფასი - 41.34, საქართველოს აფთიაქების ფასი - 158.59

4. სინგულარი 10მგ, ჩვენი ფასი - 21.16 საქართველოს აფთიაქების ფასი - 35.95

5. ვანსეარი 5მგ, ჩვენი ფასი - 29.57, საქართველოს აფთიაქების ფასი - 62.45