დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: ამერიკელი და

ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია

პარტიათავისუფალი საქართველოეხმაურება ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოგზავნილ წერილებსა და რეკომენდაციებს:

მიგვაჩნია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის აღნიშნული რეაქცია, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. მნიშვნელოვანია, რომ  რეკომენდაციები სრულ თანხვედრაშიქართველი ერის, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილთან, ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. შესაბამისად ეს პოზიცი, ვერ იქნება განხილული ქვეყნის შიდა სუვერენულ საქმეებში ჩარევად, როგორც ამის ინტერპრეტირებას ცდილობენ „ქართული ოცნებისლიდერები (რომელთაგან ბევრი წარსულში საბჭოთა იმპერიის ცკ-ს ნომენკლატურას წარმოადგენდა, თუმცა იმ დროს ისინი დიდად არ შფოთავდნენ საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვაზე). რეალურად, ამერიკის კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრების ქმედებები წარმოადგენს, არა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ ივანიშვილის მაფიოზური კლანის შიდა საქმეებში ჩარევას.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა, რომელიც კონგრესის სპეციალური აქტებითაა განმტკიცებული, წარმოადგენს აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის“ არაღიარების საერთაშორისო პოლიტიკის ძირითად ფუნდამენტს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ნებისმიერი არათანმიმდევრული ქმედება (რის შესახებაც მინიშნებები გააკეთა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა) ქმნის საფრთხეს, რომ საქართველომ შეიძლება დაკარგოს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც ყველაზე მტკივნეულად აისახება სწორედ არაღიარების პოლიტიკაზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება რუსეთის ფედერაციასთან და დაპირების მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიმართულებით ვითარება ვერაფრით გამოასწორა, დამატებით ბოლო წლებში სხვადასხვა მიზეზით ურთიერთობები გართულებულია თითქმის ყველა მეზობელთან - შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან სირთულეების შექმნა, პრაქტიკულად, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას მოასწავებს.

საქართველოს მეგობრების განცხადებების ფონზე, სრულიად სამარცხვინო და არასერიოზულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია, რომელიც ცდილობს „ნაცებად“ გამოაცხადოს, ყველა ვინც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს არამარტო საქართველოში, არამედ უკვე ამერიკის კონგრესსა და ევროპარლამენტშიც. ამ პროპაგანდისთვის მთავრობა იყენებს სახელისუფლებო მედიას და დასპონსორებულ გვერდებს სოციალურ ქსელში  (სამთავრობო პროპაგანდის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს ტელეკომპანია POSTV-ის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებას 435 კონგრესმენიდან, მხოლოდ 4 აკრიტიკებს).

მადლობას ვუხდით კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრებს ესოდენ რთულ ვითარებაში ქართველი ხალხისათვის გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის. საქართველოს ხელისუფლებას კი მოვუწოდებთ, მოუხმოს გონიერებას და გაითვალისწინოს საქართველოს მეგობრების რეკომენდაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველი რეჟიმისათვის სანქციების დაწესება, რჩება შექმნილი კრიზისის განმუხტვის ერთადერთ საშუალებად.