დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ” ლურსმანაშვილების ოჯახს „იაფი

მედიკამენტების პროგრამის“ ფარგლებში წამლები გადასცა

თავისუფალი საქართველომიერ განხორციელებულიიაფი მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, დღეს წამლები ლურსმანაშვილების ოჯახს გადაეცა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, თენგიზ ომანიძემ, ზაირა ლურსმანაშვილსა და მის შშმ მეუღლეს მედიკამენტები პირადად გადასცა.

ჩვენი პარტიის მიზანია, რომ ადამიანებს უმტკივნეულოდ შეეძლოთ მათთვის საჭირო მედიკამენტების შეძენა, თუმცა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელია. სახელმწიფო, ფარმაცევტული მონოპოლიების გასაუქმებლად არაფერს აკეთებს, თუმცა ამ მიმართულებით, თავის დროზექართულმა ოცნებამუამრავი დაპირება გასცა“,- განაცხადა თენგის ომანიძემ.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველოერთადერთი პარტიაა, რომელმაციაფი მედიკამენტების პროგრამაშეიმუშავა და წარმატებით განახორციელა კიდეც.

ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გასულ წელს უპრეცედენტო კამპანია წამოიწყო, რომელიციაფი მედიკამენტების პროგრამისამოქმედებით გამოიხატა. ამ ხნის განმავლობაში, შეღავათებით ათასობით ადამიანმა ისარგებლა. მოხარული ვარ, რომ შევძელით და მედიკამენტების მომხმარებლებს მათთვის საჭირო წამლები სამჯერ და ოთხჯერ უფრო იაფად მივაწოდეთ და გამონაკლისი არც დღევანდელი დღეა“,- აღნიშნა ომანიძემ.

ლურსმანაშვილების ოჯახს გადაეცა:

  1. პრესტანსი 10/5მგ 30 აბი, საქართველოს აფთიაქების ფასი - 40.48. „თავისუფალი საქართველო“ „იაფი მედიკამენტების პროგრამისფასი - 11.40
  2. კარდიომაგნილი 150მგ, 30 აბი, საქართველოს აფთიაქების ფასი - 9.82. „თავისუფალი საქართველო“ „იაფი მედიკამენტების პროგრამისფასი -1.95