დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“: გიორგი მიქაუტაძე ზურაბ

ადეიშვილის ყურმოჭრილი მოსამართლეა

პარლამენტი განიხილავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მიქაუტაძის არჩევის საკითხს.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ მიქაუტაძის კანდიდატურა არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენილ სიაში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საუბარია პირზე, რომელიც წლების მანძილზე ზურაბ ადეიშვილის დაკვეთების შემსრულებელი იყო და მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ დანაშაულში.

სამარცხვინოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის შემდეგ, საუბარი მიდის არა მიქაუტაძის პასუხისგებაში მიცემაზე, არამედ მის დაწინაურებაზე, რაც სასამართლო სისტემის საბოლოო დასამარება იქნება.

„თავისუფალი საქართველო“ პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი მიქაუტაძის კანდიდატურას.