დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური

გზა სრულიად დამოუკიდებელია

სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მას ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სურს“,- ასე გამოეხმაურათავისუფალი საქართველოსთანათავმჯდომარე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ ომანიძე სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციასთან პარტიულ კოალიციას არ ხედავს.

თავისუფალი საქართველო ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც საკუთარი გზა გააჩნია და რომელიმე ვექტორთან ასოცირებული არ არის. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არც ნაციონალური მოძრაობის ბანაკში ვიქნებით და არც ქართული ოცნების აქედან გამომდინარე, რომელიმე გუნდთან კოალიცია თავიდანვე გამოვრიცხეთ. რაც შეეხება თავად სააკაშვილის განცხადებას, მას ახალი არაფერი უთქვამს. ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას და მხოლოდ მისი დაბრუნება სურს. ის განცხადებაც, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მხოლოდ 2 წლით იქნება პრემიერ-მინისტრი და შემდეგ ამ პოსტს დათმობს, კომიკური და აბსურდულია. ასე ამბობდა ივანიშვილიც, ხელისუფლებაში 1 წლით ვიქნებიო, მაგრამ საქართველოს უკვე მერვე წელია მართავს,- განაცხადა თენგიზ ომანიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილმა რაიმე რომ დათმოს, ჯერ საქართველოში უნდა დაბრუნდეს.

მიშა ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში, მაგრამ კარგად ვიცით სადაც დღემდე იმყოფება. ერთდროულად ორი ქვეყნის პატრიოტიზმი, ჯერ ისტორიას არ ახსოვს. სააკაშვილს სურს, რომ ახალი ისტორია დაწეროს და გმირის მანტია მოისხას, მაგრამ გმირობას სააკაშვილი მისი წარსულიდან გამომდინარე ვერ შეძლებს და ეს არც ბოდიშების მოხდით მიიღწევა,- განაცხადა თენგიზ ომანიძემ.