დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ ქარელში მოსახლეობას

მაჟორიტარი კანდიდატი წარუდგინა

22 ივლისს, კახა კუკავა და „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ქარელში მხარდამჭერებს შეხვდნენ და არჩევნებში სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გააცნეს.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა ქარელის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გელაშვილი წარუდგინეს. კახა კუკავამ მოქალაქეებს მოუწოდა, არჩევანი წესიერ და განათლებულ კანდიდატზე შეაჩერონ, ნაცვლად კორუფციითა და უკანონობით გამდიდრებული მაჟორიტარებისა, რომლებსაც პარლამენტარის მანდატი მხოლოდ მათი ბიზნეს-ინტერესების ლობირებისთვის სჭირდებათ.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა „თავისუფალი საქართველოს“ შიდა ქართლის მაჟორიტარმა კანდიდატმაც. როგორც ხათუნა გელაშვილი აცხადებს, არჩევნებისთვის იმედიანადაა განწყობილი, რადგან ხედავს და გრძნობს საზოგადოების მხარდაჭერას: „მე ვიქნები ღირსეულ, მუდამ ხალხის გვერდით მდგომი დეპუტატი“ - განაცხადა მედიასთან კანდიდატმა.

„თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო კამპანიას აგრძელებს და მაჟორიტარ კანდიდატებს 30-ვე ოლქში უახლოესი კვირების განმავლობაში დაასახელებს.