დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: ეკონომიკის გადარჩენის ერთადერთი გზა

სოფლის მეურნეობის და მრეწველობის განვითარებაა

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცრია საქ-სტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის პირველ კვარტალში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1 217.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9 პროცენტია:

„ის რომ საქართველოს ეკონომიკა სათანადოდ  არ არის განვითარებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, გასულ წელს იმპორტსა და ექსპორტს შორის  უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საგანგაშო ციფრია,  ხოლო საქსტატის ახალი მონაცემებით, რომელიც 2020 წლის პირველ კვარლტას მოიცავს, წელს საუკეთესო შემთხვევაში (რისი შანსიც მინიმალურია) გასული წლის შედეგი  გვექნება, თუმცა უფრო სავარაუდოა რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი  ბევრად გაიზრდება. რაც ეკონომიკაზე და მომხმარებლის ჯიბეზე უარყოფითად აისახება.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ასეთი სტატისტიკის მიზეზი  მარტივია: ქვეყანაში პროდუქციის დიდი ნაწილი  იმპორტირებულია, ვინაიდან არ გვაქვს განვითარებული არც სოფლის მეურნეობა და არც ადგილობრივი წარმოება. ქვეყანაში შემოგვაქვს ისეთი პროდუქცია  როგორიცაა ხორბალი, შაქარი, მარილი,  გაყინული ხორცი, თევზი და კარტოფილიც კი. ხოლო იმ მოცემულობით რომ ყველაფერს დოლარში ვყიდულობთ უცხოეთიდან და დოლარის კურსი საქართველოს ეკონომიკაზე ბევრად სწრაფად იზრდება, ალბათ ადვილი წარმოსადგენია რა მოგველის ფასების ზრდის მხრივ.

ასევე გასათვალისწინებელია რომ წელს ეკონომიკაში ტურიზმით მოზიდული თანხები ფაქტიურად ნულის ტოლი იქნება,  ასევე შემცირდება გზავნილები უცხოეთიდან, რაც არა ნაკლებ საგანგაშოა. შესაბამისასდ სახელმწიფო დაუყოვნელივ უნდა შეუდგეს მუშაობას სიტუაციის გამოსასწორებლად.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩევს რომ აუცილებელია სახელმწიფო უნდა ჩაერთოს სოფლის მეურნეობისა  და ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, კერძოდ უნდა გაიცეს აგრო სესხები, დაბალი საპროცენტო განაკვეთით, უნდა მოხდეს გარკვეული მიმართულებებით გრანტების და ვაუჩერების გაცემა ფერმერებისთვის და მეწარმეებისთის, მსურველებზე სახელმწიფომ უფასოდ უნდა გასცეს სასოფლო სამეუნეო მიწები შემდგომი დამუშავების მიზნით  და ა.შ 

მხოლოდ 10 სახეობის იმპორტირებული პროდუქტის ადგილობრივ წარმოებას შეუძლია მოგვიხსნას  600 მლნ აშშ დოლარზე მეტი იმპორტირებული პროდუქტის საჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში 90-იანი წლები არა თუ მოგონება, არამედ გარდაუვალი პერსპექტივა იქნება“ - აცხადებს შოთა მაქაცარია.