დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“ 22 დეკემბერს რუსთაველის

გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს

22 დეკემბერს 28 წელი სრულდება სახელმწიფო გადატრიალებიდან, რამაც უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა. კრიმინალურ განუკითხაობას ემსხვერპლა ასობით პირის სიცოცხლე, მრავალი ოჯახი გახდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი.

არცერთ მომდევნო ხელისუფლებას არ მოუხდენია 90-იანი წლების მოვლენების სამართლებრივი შეფასება და არცერთი მსხვერპლი დღემდე არ არის აღდგენილი კანონიერ უფლებებში.

ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ჩვენ ვადევნებთ თვალს, როგორც ბრუნდება ქვეყანაში კრიმინალური განუკითხაობა. ხელისუფლება 90-იანი წლების შეიარაღებულ ბანდებს  ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური ტერორისთვის იყენებს. ყოველდღიურად ხდება უმძიმესი დანაშაულები და არ ხდება არცერთი მათგანის გამოძიება.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინალური ჯგუფების ბუდედ იქცა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური, რომელიც აკეთებს ყველაფერს - ვეტერანებზე მზურნველობის გარდა: ქმნიან და აფინანსებენ ძალადობრივ ჯგუფებს პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის. ასევე, მათი ორგანიზებით ხდება სოციალურ ქსელებში ე.წ. „ტროლ-ფეიჯების“ საქმიანობა, რომელთა ნაწილიც facebook-ის ადმინისრაციამ დაბლოკა.

22 დეკემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, „თავისუფალი საქართველო“ საპროტესტო აქციას გამართავს. მოვითხოვთ, როგორც 1991-92 წლების მოვლენების სამართლებრივ შეფასებას, ასევე, ვაპროტესტებთ ბოლო პერიოდში ქვეყანაში გამეფებულ კრიმინალურ განუკითხაობას, ხელისუფლების მიერ წახალისებულ ძალადობას და პოლიტიკის „მხედიონიზაციის“ მცდელობას.