დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები

ბრიუსელში ევროპარლამენტარებს ხვდებიან

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები, კახა კუკავა და როინ ხიჯაკაძე ბრიუსელში ევროპარლამენტის დეპუტატებს ხვდებიან. 20 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა ევროპარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრაქციის „იდენტურობისა და დემოკრატიის“ ხელმძღვანელთან , მარკო ძანისთან, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს იტალიის ყველაზე პოპულარულ პარტიას „ჩრდილოეთის ლიგას“. შეხვედრაზე განხილული იქნა, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი პარტია „თავისუფალ საქართველოსა“ და „ჩრდილოეთის ლიგას“ შორის, აგრეთვე უკანასკნელ დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები.

„თავისუფალმა საქართველომ“ ევროპარლამენტარებს გააცნო საქართველოში შექმნილი ვითარება, კერძოდ - როგორ დაარღვია ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა და ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმება და როგორ ცდილობს პოლიტიკური აფიორისა და თაღლითობის გზით შეინარჩუნოს ერთპარტიული მმართველობა 2020 წელს დაგეგმილი არჩევნების შემდეგაც.

„თავისუფალმა საქართველომ“ მარკო ძანის გადასცა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მიმართვა, სადაც საუბარია, როგორც საარჩევნო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე, აგრეთვე პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

„თავისუფალი საქართველო“ ევროპარლამენტში შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის უმთავრესი ამოცანაა, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცება ევროპის კონსერვატიული ორიენტაციის პარტიებთან, აგრეთვე ივანიშვილის რეჟიმის საერთაშორისო იზოლოცაია და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება.