დაფინანსება

მარეგულირებელმა კომისიამ „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ

„ლელოს“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

.. 22 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პოლიტიკურმა გაერთიანებამლელო საქართველოსთვისსაჩივრით მიმართა. მასში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 15 სექტემბრიდან, ტელეკომპანია პირველის“, ტელეკომპანია „იმედის“, „მთავარი არხისადატელეკომპანია მაესტროსეთერით გადაიცა პოლიტიკური პარტიათავისუფალი საქართველოსუფასო პოლიტიკური რეკლამა, რომელიც წარმოადგენდა არასათანადო რეკლამას, რაც თავის მხრივ მიმართული იყო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციისაკენ.

ამასთან დაკავშირებით, კომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსისთანახმად, პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამა თავის თავში გულისხმობს საარჩევნო სუბიექტის არჩევისათვის ხელის შეშლას, აქედან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევებში პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამაში გამოყენებული გამონათქვამები, რომელიც მიმართულია კონკურენტი საარჩევნო სუბიექტის არჩევის ხელის შეშლისკენ, შესაძლოა დაუსაბუთებელ, მცდარ ინფორმაციას შეიცავდეს, რომელმაც ცალკეულ შემთხვევებში შედეგობრივად შეიძლება დააზიანოს კონკურენტი საარჩევნო სუბიექტი, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მაუწყებელს აეკრძალოს ასეთი შინაარსის წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსება, ვინაიდან მაუწყებელს არ შეიძლება დაეკისროს კონკრეტული ინფორმაციის ნამდვილობის გამოკვლევის შესწავლის ვალდებულება.

კომისიას მიაჩნია, რომ საჩივრის ფარგლებში განსახილველი ვიდეო-რგოლის შემთხვევაში, მასში მოცემული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიტიკური გაერთიანებისლელო საქართველოსთვისლიდერის მიერ განხორციელდა თუ არა გამოსახლება, ვერ შეფასდება აშკარად ყალბ ინფორმაციად, ვინაიდან იმისათვის, რომ აღნიშნული ინფორმაციის სიყალბე დადგინდეს მაუწყებლებს დასჭირდებათ საკითხის დამატებითი შესწავლა, კერძოდ, განხორციელდა თუ არათიბისიბანკის მიერ გამოსახლება, რა პოზიცია ეკავა მამუკა ხაზრაძეს აღნიშნულ ბანკში და რა ფუნქციებს ახორციელებდა იგი დაკავებულ თანამდებობაზე. ამ საკითხების დამატებითი გამოკვლევის გარეშე, შეუძლებელია მაუწყებელს შეეფასებინა აღნიშნული ინფორმაცია იყო თუ არა ყალბი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ვერ შეფასდება როგორც აშკარად ყალბი. კომისია, ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ სიტყვამევახშედა შემდგომ უკვე კორექტირებულ ვიდეო-რგოლში გამოყენებული სიტყვაბანკირივერ იქნება მიჩნეული არაეთიკურად, ვინაიდან, აღნიშნული არის პროფესიის სტატუსის აღმნიშვნელი ტერმინები. კომისიამ ასევე დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიათავისუფალი საქართველოსუფასო პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებული ფრაზამევახშე“, მართალია გამოყენებულია ნეგატიურ კონტექსტში, თუმცა იგი გამოყენებულია კონკურენტის კრიტიკის მიზნით, ამასთანავე, არ არის არაეთიკური გამონათქვამი, არ ბღალავს კონკურენტის ღირსებას და ჯდება პოლიტიკური რეკლამით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეშლის კონტექსტში.

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიამ უარი უთხრალელოსაჩივრის დაკმაყოფილებაზე.