დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ - ბიუჯეტის

თანხები არა მიზნობრივად იხარჯება

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია ადიგენის და მცხეთის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ეხმაურება. საყურადღებოა, რომ ადიგენში147 800 ლარად ორი სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ნატახტარში 195 187 ლარად არსებული მოედნის რეაბილიტაციაზეა საუბარი.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სპორტული მოედნების მოწესრიგება მნიშვნელოვანია და მისასალმებელიცაა, მაგრამ არსებობს გარკვეული პრიორიტეტები და ზღვარი რაც სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს; მითუმეტეს იმ კრიზისის ფონზე, რომელიც საქართველოში კორონა ვირუსით გამოწვევული გარემოებებით იქნა განპირობებული. გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაკარგა სამსახური და პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზეა, ამასთან, ტურიზმის სფეროს შემოსავალი რაც ბოლო პერიოდში ქვეყნის შემოსავლის მთავარი წყარო გახლდათ, პრაქტიკულად 0-ის ტოლია და არც ვითარების გამოსწორების გზები არ იკვეთება. ამ ყველაფრის პარალელურად, იზრდება ფასები საკვებ პროდუქტებზე (მთავრობის დაპირების მიუხედავად, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ფასები არ გაიზრდებოდა), მედიკამენტებზე თუ სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებზე, ხოლო ხსენებული პროცესი უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა და შეიძლება ითქვას შეუქცევადიც გახდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთის მხრივ ეჭვს იწვევს თავად ტენდერის ღირებულება, მაშინ როდესაც ადიგენში 2 მოედნის მოწყობისთვის გათვალისწინებულია 157 800 ლარი, რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს ნატახტარში 195 187 ლარად მოედნის რეაბლიტაცია.

„თავისუფალ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ საბიუჯეტო თანხების ხარჯვა არსებული კრიზისი პირობებში, გაუმართლებელია მსგავსი მიმართულებით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ აღნშნული თანხები უნდა მოხმარდეს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კერძოდ კი ახალი საწარმოების შექმნას, ასევე უკვე არსებული საწარმოების გაფართოებას და ა.შ. ვინაიდან ქვეყანაში გაიზარდოს სამუშაო ადგილები და განვითარდეს ადგილობრივი წარმოება რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება როგორც მოსახლეობის შემოსავალი ისე სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები.