დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: ჯანდაცვის მინისტრი ცრუობს, ექიმებს

რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება ერიცხებათ

20 ივლისს, „თავისუფალი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერებმა, კახა კუკავამ და თენგიზ ომანიძემ ბრიფინგი გამართეს და სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს:

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, თითქოს ექიმების წინაშე არსებული დავალიანებები სრულად აღმოფხვრილია, ჩვენ ვიღებთ საპირისპირო ინფორმაციას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან. მაგ: რესპუბლიკური საავადმყოფოდან, რომელიც ერთერთია და არა ერთადერთი, სადაც ექიმებს 3 თვეზე მეტი სახელფასო დავალიანება ერიცხებათ. ასეთივე მდგომარეობაა საქართველოს ყოველ მეორე სამედიცინო დაწესებულებაში, რაც პრაქტიკულად ნიშნავს შევარდნაძის პერიოდის „სეკვესტრის“ პრაქტიკის დაბრუნებას, როდესაც დასაქმებულები თვეობით ელოდებოდნენ კუთვნილი ანაზღაურების მიღებას.

„თავისუფალი საქართველო“ მზად არის უსასყიდლოდ წარმოადგინოს ექიმების ინტერესები სასამართლოში. მივმართავთ სამედიცინო პერსონალს - მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენი სახელფასო დავალიანებების შესახებ ჩვენს ოფისებში ან ინტერნეტის საშუალებით.

„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს  პირადად დაინტერესდეს საკითხით, ვინაიდან აშკარაა, რომ ჯანდაცვის მინისტრს  არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია. მზად ვართ ბატონ გახარიას გავაცნოთ საკითხის გადაწყვეტის სწრაფი და მარტივი გეგმა, რომელიც გულისხმობს მთავრობის სპეციალური დადგენილების მიღებას და საყოველთაო დაზღვევის პროგრამით გამოწვეული ფინანსური  ვალდებულებების დაფარვის წესის შეცვლას.