დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: იუსტიციის სამინისტრო 181

124 ლარს “facebook”-ის გვერდებში ფლანგავს

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხმაურება, სადაც ირკვევა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ 181 124.00 ლარი სოცალურ ქსელის მართვისთვის იხარჯება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ  გამოაცხადებულ იქნა ტენდერი, რომლლის ტექნიკური დავალება მოიცავს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურების ერთობლივ სახელმწიფო შესყიდვას. კერძოდ: ისეთ სოცაილურ ქსელში, გვერდების მართვას და რეკლამის განთავსებას, სადაც საქართველოს მოსახლეობის 1 800 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელია (facebook). ასევე, კონტრაქტორი კომპანიის ვალდებულებაა, შეიმუშაოს სწორი სტრატეგია, მოახდინოს ინფორმაციის გაანალიზება და უზრუნველყოს პოსტების სტრატეგიულად დაგეგმვა; ვინაიდან, შეიქმნას აქტიური მომხმარებლების ერთობლიობა კამპანიის ფარგლებში, მოახდინოს ახალი ტრენდების ანალიზი და კამპანიაზე მორგება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, თითოეულ გვერდზე ყოველ კვირეულად უნდა განთავსოს 2- დან 5-მდე პოსტი, ხოლო რეკლამა ყოველ დღიურად და ა.შ.

დასაწყისშივე ნათელია, რომ ადგილი აქვს ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ფლანგვას, განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც ქვეყანა იმყოფება ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი არა თუ მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობს, არამედ სოცალურად დაუცველია. ყოველივე ზემოხსენებულ გარემოებას, თან ერთვის მსოფლიო პანდემია, რომელმაც ფაქტიურად ჩამოშალა საქართველოს ეკონომიკა, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა.

ცალკე შესწავლას საჭიროებს  ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „დი დი ბი ჯორჯიამ“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გახლავთ პარტია “ქართული ოცნების” გულუხვი შემომწირველი ბიზნესმენი დავით ჯაში. დ. ჯაშის მხრიდან “ქართულ ოცნებას” 2016 წელს 60 000 ლარი შეემატა შემოწირულობის სახით, ხოლო მის მიერ სატენდერო ვალდებულების შესრულება 181 124.00 ლარაით განისაზღვრა.

„თავისუფალ საქართველოს“ მიგვაჩნია რომ ისუტიციის სამინისტროს ქმედება ყოვლად უპასუხისმგებლოა და მას არანაირი გამართლება არ გააჩნია, სიტუაციას კი უფრო ამძიმებს მძიმე ეკონომიკური კრიზისი, მიგვაჩნია რომ უნდა აიკძალოს სახელმწიფო უწყებების მიერ ნებისმიერი სარეკლამო (და კიდევ ბევრი სხვა) ხარჯების გაწევა. ხოლო გამონთავისუფლებული თანხები უნდა მოხმარდეს იმ ეკონომიკურ პროექტებსა და მიმართულებებს რაც გააუმჯობესებს ჩვენს ხვალინდელ ყოფას (სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების გაზრდა, ტურიზმი და ა.შ)