დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“: ხელისუფლებამ საწვავის ბაზარზე

ანტიმონოპოლიური ღონისძიებები უნდა გაატაროს

„თავისუფალი საქართველო“-ს ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია ნავთობის ბაზარზე არსებულ ვითარებას ეხმაურება:

„მიუხედავად იმისა, რომ  ბაზარზე ბოლო 20 წლის განმავლობაში ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება, საქართველოში სამწუხაროდ ფასების კლების ტენდენცია არ არსებობს, მაშინ, როცა ნავთობკომპანიები მყისიერად რეგირებენ ხოლმე ნავთობის ფასის მატების შემთხვევაში.

ამის მიზეზია მონოპოლიური გარემო, როდესაც ბაზრის ძირითად ნაწილს აკონტროლებენ ერთმანეთთან კარტერულ კოორდინაციაში მყოფი კომპანიები, რომლებიც კორუფციულად არიან დაკავშირებული ქვეყნის ხელისუფლებასთან.

განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებულმა არაორდინალურმა პროცესებმა დაგვანახა, რაოდენ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია საწვავის მონოპოლიურ ბაზარს ქვეყნის ეკონომიკისთვის: კრიზის დროს კატასტროფიულად გაზრდილი ფასები ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე (რაც მნიშვნეოვნად აჩერებს ეკონომიკურ პროცესებს ქვეყანაში), მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საწვევის მაღალ ფასს და მასთან დაკავშირებულ სადისტრიბუციო ხარჯებს.

შესაბამისად, აქამდე დამკვიდრებული შეხედულება, რომ „ფასებს ბაზარი დაარეგულირებს“, შესაძლოა აღმოჩნდეს კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების მიზეზი და ქვეყანა შევიდეს იმ ფაზაში, როდესაც სახელმწიფო ვეღარ შეძლებს შეაჩეროს ეკონომიკური კოლაფსი.

„თავისუფალ საქართველო“ ხელისუფლებას სთავაზობს, დაიწყოს მსჯელობა ანტიმონოპოლიურ ღონისძიებებზე, როგორიც შეიძლება იყოს მოგების გონივრული მარჟის დაწესება და საერთაშორისო გამოცდილებით აპრობირებული სხვა მეთოდები“ - აღნიშნავს შოთა მაქაცარია.