დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ განათლების სამინისტროს მოუწოდებს

არ დაიწყოს სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ამ დღეებში მის პარტიას უამრავი ადამიანი დაუკავშირდა, მათ შორის არიან უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლები და სტუდენტები, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან, მათ მიმართ გასატარებელ დისციპლინარულ სანქციებზე საუბრობენ.

„ამ დღეებში აუმრავმა ადამიანი მოგვმართავს, ისინი ამბობენ, რომ სასწავლებლების ხელმძღვანელები, მათ ადგილზე გამოცხადებას ავალებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრებათ.
აქედან გამომდინარე, გვინდა მივმართოთ ე.წ. კორონავირუსის სამეულს. ცალკეული სექტორი იმუშავებს, თუ დაიხურება, უნდა იყოს მიღებული მათი რეკომენდაციის საფუძველზე. გვინდა ვთხოვოთ მათ, რომ მისცენ ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც პოლიტიკურად მიუკერძოებელი რეკომენდაციები. 

ჩვენ გვახსოვს იმ დრო, როდესაც ქვეყანაში სულ რამდენიმე ათეული ინფიცირებული იყო, ეს ადამიანები ხელისუფლებას ეკლესიების დაკეტვისაკენაც კი მოუწოდებდნენ. გვახსოვს ისიც, რომ ანალოგიურ პირობებში დაიკეტა მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები, რის გამოც ასობითათასი ადამინი შესაბამისი შემოსავლების გამო დარჩა.

გაუგებარია და ვთხოვთ განმარტებას, ამ შემთხვევაში რითი აიხსნება უმაღლესი სასწავლებლების მუშაობა, მით უმეტეს, რომ ეს დაწესებულებები არც ფინანსური შემოსავლების კუთხით უქმნიან მოსახლეობას პრობლემას და ქვეყანაში დღეს უფრო ბევრად მეტად ინფიცირებულია კორონავირუსით, ვიდრე გასულ პერიოდში“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე აზრით, ორმაგი სტანდარტებით ქმედება სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.