დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამა

კვლავ მონოპოლიების თავდასხმის სამიზნეა

„თავისუფალი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს პარტიის მიერ წარმოებული პროგრამა - იაფი მედიკამენტები, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს უკვე აძლევს საშუალებას, მცირე მეწარმეების დახმარებით შეიძინოს 70-80%-ით იაფ ფასში ხარისხიანი მედიკამენტები თურქეთსა და მეზობელ სახელმწიფოებში.

სწორედ ამ პროგრამაზე მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, „თავისუფალმა საქართველომ“ დაამზადა და ტელევიზიებს მიაწოდა უფასო პოლიტიკური რეკლამა, რისი ეთერში განთავსების ვალდებულებას მაუწყებლებს კანონი აკისრებს. თუმცა, როგორც საზოგადოება შეამჩნევდა, ცენტრალური ტელევიზიების ეთერებით წინასაარჩევნოდ გადაიცემა პრაქტიკულად ყველა კვალიფიციური სუბიექტის რგოლი, გარდა „თავისუფალი საქართველოსი“.

ამის მიზეზი, სრულიად გაუგებარი და ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებული მითითებებია, რომლებსაც მედია-საშულაბები იღებენ მარეგულირებელი კომისიიდან და სხვა უწყებებიდან, თითქოს ამ რგოლის ეთერში განთავსება გამოიწვევს მათ დაჯარიმებას და სხვა სანქციებს. რეალურად კი საქმე გვაქვს ხელისუფლების და სააფთიაქო მონოპოლიების მცდელობასთან, ხელოვნურად შეაფერხონ „თავისუფალი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანია და შეუზღუდონ პარტიას კანონით მონიჭებული უფლება, მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია პარტიის საქმიანობის და პროგრამის შესახებ.

იაფი მედიკამენტების პროგრამა პირველად არ გამხდარა მონოპოლიების მხრიდან თავდასხმის და უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნე: მცირე ხნის წინ ერთ-ერთმა არასამტავრობო ორგანიზაციამ „თავისუფალ საქართველოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში დასდო ბრალი, ხოლო ახლა პარტიას საარჩევნო რეკლამის განთავსების უფლებაც კი შეუზღუდეს.

„თავისუფალმა საქართველომ“ აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმართა საჩივრით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა სამართლებრივად დასაბუთებული განმარტება პარტიის ვიდეორგოლის ეთერიდან მოხსნის შესახებ.