დაგვაფინანსე

გოგი წულაია ხელისუფლებას მიკროავტობუსებზე

გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე  გოგი წულაია ეხმაურება მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას  საქართველოს მასშტაბით მიკროავტობუსების გაურკვეველი ვადით შეჩერების შესახებ.

გოგი წულაიას განცხადებით, მთავრობამ  ეს გადაწყვეტილება არაორგანიზებულად მიიღო, რამაც, არა მარტო ქუთაისში, მოსახლეობის იმ კატეგორიასაც შეუქმნა გადაადგილების პრობლემა, რომელსაც საამისო აუცილებლობა აქვს. მისივე თქმით, მიკროავტობუსების გაჩერება კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოსავალი ვერ იქნება.

გოგი წულაია  ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიჩინოს კეთილგონიერება და სოფლებსა თუ  ქალაქის ტერიტორიაზე, დაშვებულ იქნას ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა უფრო აქტიური სადეზინფექციო სამუშაოებით გაგრძელდეს.