დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“ 22 დეკემბერს

რუსთაველზე აქციას გამართავს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეროვნული მოძრაობის ვეტერანებთან და უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით, 22 დეკემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.

 

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, სამწუხაროდ სამართლებლივი შეფასება ზემოთაღნიშნულ მოვლენებს დღემდე არ მიეცა, ხოლო ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა „თავისუფალი საქართველოსა“ და ეროვნული მოძრაობის მიერ გაზაფხულზე, პროკურატურისათვის გაგზავნილ მოთხოვნას, სახელმწიფო გადატრიალებისა და თანმდევი რეპრესიების გამოძიების შესახებ.

 

პროტესტის ორგანიზატორები აღნიშნავენ რომ სამწუხაროდ დღემდე იდევნებიან ეროვნული მოძრაობისა და კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინ როდესაც სამხედრო გადატრიალების მონაწილეები, საპატიო პოსტებზე არიან დაწინაურებულები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში.

 

დღემდე, ასევე, გამოუძიებელია  აგრეთვე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა.

 

ზემოაღნიშნული მოთხოვნებით, 22 დეკემბერს დაიწყება კამპანია, რომელიც ღიაა საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური თუ სამოქალაქო ორგანიზაციიისთვის, ასევე, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.