დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: უზენაესი სასამართლოსთვის ქამრების

შემოჭერის პოლიტიკა მხოლოდ მოსახლეობაზე ვრცელდება

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია,   უზენაესი სასამართლოს მიერ 194 700 ლარის ღირებულების, ლუქს კალასის ავტომობილების პირდაპირი წესით შესყიდვას ეხმაურება.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა იმყოფება ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში და გაჩერებულია ეკონომიკა, ხელისუფლება ქამრების შემოჭერას გვპირდება. თანხების სიმწირის გამო, მის თვით დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენენ, 300 ლარიან კომპენსაციას პირდება კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, თუმცა ამავდროულად უზენაესი სასამართლო აგრძელებს თანხების „ფლანგვას“ და 194 700 ლარის ღირებულების ავტომობილების შეძენას ახდენს. კერძოდ, 2019 წლის „მაზდას“ მარკის ლუქს კალასის ავტომობილებს ყიდულობს.

„თავისუფალ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ მსგავსი მოცულობის თანხების დახარჯვა ძვირადღირებული ავტომობილების შესაძენად მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მითუმეტეს მიმდინარე კრიზისის პერიოდში.