დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: აჭარის ტელევიზია უნდა ეკუთვნოდეს

საზოგადოებას და არა მმართველ პარტიას

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებსთავისუფალი საქართველოსაჭარის კომიტეტი ეხმაურება:

აჭარის საზოგადიებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, აქედან გამომდინარე გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენი გუნდი მხარს უჭერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის სრულ დამოუკიდებლობას ყველა პოლიტიკური ჯგუფისაგან.

ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა ეკუთვნოდეს კონკრეტულად ოპოზიციას ან კონკრეტულად მთავრობას, ლიბერალებს, კონსერვატორებს თუ სხვა ჯგუფებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ საზოგადოებას და აქედან გამომდინარე მოქმედებდეს მაქსიმალურად ობიექტურად.

თუმცა დღეს ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის მითვისების მცდელობებს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ და რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს საზოგადოებრივი პროტესტი.

პარტიათავისუფალი საქართველოსაჭარის კომიტეტი სოლიდარობას უცხადებს საზოგადოებრივ მაუწყებელს და იმედოვნებს, რომ საზოგადოება გამოიჩენს ერთიანობას და წინ აღუდგება ანტი დემოკრატიულ პროცესებს.“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.